ესთეტიკა

ავტორი: ლ.ა. ნიკიტიჩი, ნ.დ. ერიაშვილი
შინაარსი: სახელმძღვანელოში განხილულია ესთეტიკის საგანი, მეთოდი და ფუნქციები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ესთეტიკური აზრის განვითარების ისტორიას ანტიკური ხანიდან ჩვენს დრომდე. მასში დაწვრილებითაა გაანალიზებული ესთეტიკის კატეგორიები, შემოქმედებითი პროცესის თავისებურებები. მასალის ნათელ და ემოციურ წარმოდგენას თან ახლავს საინტერესო მაგალითები, ისტორიული და ლიტერატურული სიუჯეტები. სახელმძღვანელო განკუთვნილია ჰუმანიტარული და შემოქმედებითი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა დაა ასპირანტებისათვის, ლიცეუმების, კოლეჯებისა და გიმნაზიათა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.
ეთიკა

ავტორი: ლ.ა. ნიკიტიჩი, ნ.დ. ერიაშვილი
შინაარსი: ეთიკა - ეს არის ნორმატიული პრაქტიკული ფილოსოფია. მისი შესწავლა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ზნეობის ნორმებისა და პრინციპების, არამედ ზნეობრივი ქცევის, ზნეობრივი საქციელის პრაქტიკის ათვისებას. სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ეთიკურ ცნებებსა დ კატეგორიებს: იდეალი, თავისუფლება, პასუხისმგებლობა, სინდისი, პატიოსნება და ღირსება, ეთიკა და აღზრდის პრობლემები. საზოგადოებრივი ზნეობრივი ცნებები: ოჯახი, შრომა, სამშობლო, პატრიოტიზმი, პიროვნების ზნეობრივი კულტურა და მისი ფორმირება. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებისათვის. საინტერესო იქნება მკითხველთა ფართო წრისათვის.
კულტუროლოგია

ავტორი: ა.ნ. მარკოვა, ლ.ა. ნიკიტიჩი, ნ.ს. კრივცოვა, ნ.ო. ვოსკრესენსკაია, ვ.ე. ნოსოვი, ს.დ. ბოროდინა, ე.მ. სკვორცოვა, ფ.ი. აისინა, ი.ი. ტოპალოვა, ვ.ე. ჩერნოსკულოვი, ე.მ. მურაშოვა, მ. სულხანიშვილი
შინაარსი: სახელმძღვანელოში მოცემულია მსოფლიო კულტურის ისტორიის მოკლე მიმოხილვა პირველყოფილიდან დღევანდლამდე. იგი მოიცავს სხვადასხვა ეპოქას - ადამიანთა პირველყოფილ საზოგადოებას, ძველ მსოფლიოს, ანტიკურს, აგრეთვე ევროპისა და რუსეთის შუა საუკუნეებს, ახალსა და უახლესი პერიოდის კულტურის ისტორიას, აგრეთვე ქართული კულტურის ისტორიას. წარმოდგენილია საგნის მეთოდოლოგია, ხელოვნების ყველა მნიშვნელოვანი დარგი, რელიგია, ხელოვნების სხვადასხვა სტილი და ჟანრები, მათი დიდებული წარმომადგენლები. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, სკოლების, ლიცეუმების, კოლეჯების მოსწავლეებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
ფსიქოლოგია და პედაგოგიკა

ავტორი: ა.მ. სტოლიარენკო, ნ.დ. ერიაშვილი, მ.გ. სულხანიშვილი
შინაარსი: ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის თანამედროვე მიღწევების მაგალითზე განხილულია სამეცნიერო-ფსიქოლოგიური და სამეცნიერო-პედაგოგიური ცოდნის საფუძვლები, მასში პიროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი ადგილი პიროვნებისა და საზოგადოების საქმიანობაში. თეორიული საკითხები გადმოცემულია პოპულარული ენით და ორგანულად ერწყმის ზრდასრული ადამიანის ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობას. სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისა და ასპირანტების, პროფესიული მოღვაწეებისა და იმ მკითხველთათვის, ვინც დაინტერესებულია ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის საფუძვლებით.
ფსიქოლოგია

ავტორი: ავტორთა ჯგუფი პროფესორ ნ.დ. ერიაშვილის რედაქციით
შინაარსი: ფსიქიკის, ფსიქოლოგიის ბაზისური საფუძვლის კანონზომიერი ცოდნა ეხმარება საზოგადოების ნებისმიერ სფეროშიდასაქმებულ პიროვნებას საფუძვლიანი ორგანიზება გაუწიოს თავის საქმიანობას, ზედმიწევნით მიზანმიმართულად დაამყაროს ურთიერთობა ადამიანებთან ისე, რომ გაუფრთხილდეს და ზიანი არ მიაყენოს მათ ღირსებებს. წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ფსიქოლოგიის ცალკეული პროფილების - იურიდიული, მენეჯმენტისა და მარკეტინგის, საქმიანი ურთიერთობის, კონფლიქტის, საფუძვლიან შემეცნებას და გარკვეული სიახლეა ფსიქოლოგიის მრავალპროფილური და სრულყოფილი წარმოდგენის თვალსაზრისით.
კონფლიქტის ფსიქოლოგია /თეორიიდან პრაქტიკამდე/

ავტორი: ვ.ლ. ცვეტკოვი, ნ.დ. ერიაშვილის რედაქციით
შინაარსი: სასწავლო დამხმარე სახელმძღვანელო მომზადდა სხვადასხვა სპეციალისტების პროფესიული საქმიანობის თავისებურებებისა და პროფილის გათვალისწინებით. ასევე მასში გათვალისწინებულია კონფლიქტების ფუნქციონირებისა და განვითარების ფსიქოლოგიის ძირითადი ტენდენციები, გამოყენებულია მსოფლიო სამეცნიერო კონცეფციები ადამიანთა შორის კონფლიქტური ურთიერთობის მართვის სფეროში. კონფლიქტოლოგია მოწოდებულია გვასწავლოს კონფლიქტების ობიექტური და სუბიექტური ბუნების, მათი უშუალო მიზეზებისა და მოტივების შეცნობა, მათი მართვის ხელოვნების დაუფლება. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და პედაგოგების, ასევე კონფლიქტების პრობლემებით დაინტერესებული პირებისათვის.
საქმიანი ურთიერთობის ფსიქოლოგიის საფუძვლები

ავტორი: ი. ამინოვი, ნ. ერიაშვილი, ი. გროშევა
შინაარსი: წიგნში წარმოდგენილია საქმიანი ურთიერთობის სფეროში ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენების საკითხები. განიხილება კონტაქტის დამყარების, პიროვნების შეფასებისა და მასზე ზემოქმედების ხერხები და საშუალებები, პარტნიორის სამეტყველო ქცევის, საქმიანი ინფორმაციის გაცვლისა და თანამოსაუბრესთან ურთიერთქმედების ფსიქოლოგიის თავისებურებები. ამ ასპექტში პროფესიულ-სამსახურეობრივი ურთიერთობის სრულყოფას ემსახურება საქმიანი თათბირების მაღალკვალიფიციურად წარმართვა, რომლის ფსიქოლოგიური ნიუანსები მოცემულია მონაკვეთში „საქმიანი თათბირების ფსიქოლოგია“. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასპირანტებისთვის, პედაგოგებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის.
საქმიანი თათბირის საფუძვლები

ავტორი: ი.ვ. გროშევა, ი.ა. დავიდოვა, ს.ა. მასალოვი, ნ.დ. ერიაშვილი
შინაარსი: სასწავლო სახელმძღვანელოს ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მისცეს დახასიათება საქმიან თათბირს, აჩვენოს მის წინ მდგომი ამოცანები, წარმოაჩინოს საქმიანი თათბირის ჩასატარებლად სამუშაო დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისათვის მისი მოსამზადებელი მეთოდების თეორიული საფუძვლები, თათბირის სტრუქტურა, ფორმები და სახეები, რათა მიღწეულ იქნას პროფესიული საქმიანობის განსაზღვრული კონკრეტული შედეგები. სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორების, ორგანიზაციებისა და ფირმების ხელმძღვანელებისა და ყველასათვის, ვინც დაკავშირებულია პერსონალის მმართველობით პროცესებთან.
წინასწარი გამოძიების ფსიქოლოგიური თავისებურებები

ავტორი: ნოდარ ერიაშვილი
შინაარსი: სხვადასხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების, მათ შორის იურისპრუდენციის მიერ შესასწავლი პროცესებისა და მოვლენების გამოკვლევა თავისი არსით დადის ფსიქოლოგიური პრობლემების დაყენებამდე. სოციალური პროცესების გამოკვლებებში აღმოცენდება ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხორციელდება გადასვლა ზოგადიდან სპეციფიკურ კანონებამდე, გლობალური პრობლემებიდან კერძოზე. მოცემული ნაშრომის დამუშავებაში გამოყენებული იქნა მთელი რიგი თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომები, იდეები, აგრეთვე ფსიქოლოგიური გამოცდილებები. აღნიშნული ნაშრომი შესულია 2007 წელს გამომცემლობა „ЮНИТИ-ДАНА“ - ს მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში „იურიდიული ფსიქოლოგია“ წიგნში გაშუქებულია წინასწარი საგამოძიებო პროცესის ზოგადი ფსიქოლოგიური თავისებურებები. მასში განხილულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფსიქოლოგია. განკუთვნილია სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის; აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისათვის, სასამართლოს, პროკურატურის, საგადასახადო სამსახურის თანამშრობლებისა და ადვოკატურისათვის.
საადვოკატო ეთიკა

ავტორი: ავტორთა ჯგუფი პროფესორ ნ.დ. ერიაშვილის რედაქციით
შინაარსი: სახელმძღვანელოში ახსნილია ადვოკატის პროფესიული ეთიკის შინაარსი და სოციალური ფასეულობა. ყოველმხრივ განხილულია ადვოკატის პიროვნებისა და საქმიანობის ეთიკურ-ფსიქოლოგიური თავისებურებები. მის მიერ საკონსულტაციო მომსახურების გაწევის, სასამართლოში მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მორალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები. შემოთავაზებულია პრაქტიკული რეკომენდაციები პროფესიული იმიჯის ჩამოყალიბებისათვის, პროფესიული დეფორმაციის გადალახვისათვის, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო პროცესის მონაწილეებზე სამართლებრივ-ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდების გამოყენებისათვის. გაშუქებულია საადვოკატო საქმიანობაში ეთიკური განწყობების ისტორიისა და ადვოკატის პროფესიის მიმართების საკითხები. სახელმძღვანელო განკუთვნილია იურიდიული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასპირანტებისთვის, მასწავლებლებისათვის, პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის, სტაჟიორებისა და ადვოკატთა დამხმარეთათვის, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მსმენელთათვის.
სამოსამართლო ეთიკა

ავტორი: ავტორთა ჯგუფი პროფესორ ნ.დ. ერიაშვილის რედაქციით
შინაარსი: კურსის სტრუქტურისა და ეთიკის ძირითადი კატეგორიების შესაბამისად სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მოსამართლის პროფესიული ეთიკის შინაარსი და სასამართლოს პროფესიული ეთიკის სოციალური ღირებულება. გამოყოფილია მისი სპეციფიკა, რუსული სისხლის სამართლის პროცესის დანიშვნისა და მისი პრინციპების, სისხლის სამართლის პროცესუალური მტკიცების ინსტიტუტებისა და სისხლის სამართლის პროცესუალური იძულების ზომების ზნეობრივი ასპექტები, სისხლის სამართლის პროცესის სასამართლო სტადიის ზნეობრივი საფუძვლები, ასევე სისხლის სამართლის პროცესუალური მოქმედების კულტურის საკითხები. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამართალწარმოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში ზნეობრივ-სამართლებრივი იდეების განვითარების ისტორიას, სასამართლო სისტემის მუშაკებისადმი წაყენებულ ზნეობრივ ფსიქოლოგიურ მოთხოვნებს. სახელმძღვანელო განკუთვნილია „იურისპრუდენციისა“ და „სამართალდამცავი საქმიანობის“ სპეციალობების შემსწავლელი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე დაინტერესებული მკითხველისათვის.
საერთაშორისო სამართალი

ავტორი: კ.კ. გასანოვი, რ.ა. კალამკარიანი, დ.დ. შალიაგინი, ი.ა. კუზნეცოვი, დ.ა. ნიკონოვი
შინაარსი: სახელმძღვანელოში მოკლედ და სისტემატიზებული სახით არის გადმოცემული საჯარო სამართლის საერთაშორისო კურსი - როგორც ზოგადი საკითხები, ასევე თემატიკა ცალკეული დარგების მიხედვით. მათ შორის: საერთაშორისო სამართლის ცნება და წყაროები; საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები და სუბიექტები; თანამედროვე საერთაშორისო სამართალში სამართლის უზენაესობის კონვენცია; საერთაშორისო შეთანხმებებისა და საგარეო ურთიერთობათა სამართალი; პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართალში. სახელმძღვანელო გათვალისწინებულია იურიდიული პროფილის სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისა (მსმენელებისა და კურსანტებისთვის) და პედაგოგებისათვის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც უშუალოდ „საერთაშორისო სამართლის’’ კურსის შესასწავლად, ასევე ჩათვლებისა და გამოცდების მომზადებისათვის.
რომის სამართალი

ავტორი: ნ.ვ. მიხაილოვა, ა.ა. ივანოვი, ს.რ. ასანიძე
შინაარსი: წინამდებარე სახელმძღვანელოში რომის სახელმწიფოს საზოგადოებრივ-სამართლებლივი სფეროს საფუძვლები შუქდება ძველი რომის საზოგადოებრივი ცხოვრების კერძო სამართლებლივი საწყისების სპეციფიკასთან ურთიერთკავშირში. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია რომის კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი კანონები და სარჩელები, ასევე საოჯახო, საგნობრივი, ვალდებულებითი და მემკვიდრეობითი სამართალი. იურიდიული პროფილის სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისა და იურისპრუდენციით დაინტერესებული პირებისათვის.
სახელმწიფოსა და სამართლის თეორია

ავტორი: ა.ა. ივანოვი, ნ. დარბაიძე
შინაარსი: წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო აგებულია კურსის პროგრამის შესაბამისად და როგორც მნიშვნელოვან მეცნიერებასა და სასწავლო დისციპლინას იურისპრუდენციის სფეროში, მოიცავს სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის ყველა ძირითად თემას. კურსის მასალა, თეორიულ-სამართლებრივი ცოდნის თვასაზრისით, ეყრდნობა უფრო მნიშვნელოვანი გამოკვლებების შემცველ წყაროებსა და შრომებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უმნიშვნელოვანესი იურიდიული ცნებების განმარტებას, განსაკუთრებულადაა გამოყოფილი ამა თუ იმ თემის ყველაზე უფრო საკვანძო კატეგორიები. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე იურისპრუდენციით დაინტერესებული პირებისათვის.
კრიმინოლოგია

ავტორი: გ.ა. ავანესოვი, ს.მ. ინშაკოვი, ს.ი. ლებედევი, ნ.დ. ერიაშვილი
შინაარსი: წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია სამართალდამცავი სპეციალისტების განსაკუთრებული კრიმინოლოგიური აზროვნების განვითარება, რაც მთელი რიგი გარემოებითაა განპირობებული. მისი მიზანია გაგვაცნოს კრიმინოლოგიის მეცნიერების ძირითადი ებულებები და დანაშაულებათა თავიდან აცილების თეორია, რომელიც გამოიყენება სამართალდამცავი მოქმედების დროს. ამიტომაც იგი შეიცავს ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებულ სამ ძირითად ნაწილს: საერთო კრიმინოლოგიას, განსაკუთრებულ კრიმინოლოგიასა და სპეციალურ კრიმინოლოგიას. სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, სპირანტებისთვის, იურიდიული სპეციალობის უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებისათვის, აგრეთვე მოსამართლეებისათვის. სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკოსი მუშაკებისა და ადვოკატებისათვის.
გ.ა. ავანესოვი - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ს.მ. ინშაკოვი - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რ.ფ. დამსახურებული იურისტი
ს.ი. ლებედევი - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რ.ფ. დამსახურებული იურისტი
ნ.დ. ერიაშვილი - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი
იურიდიული ფსიქოლოგია: ექსპერმენტიდან პრაქტიკამდე
ავტორი: ა. კარიანი, ვ. ცვეტკოვ.
შინაარსი: განკუთვნილია შსს საგანმანათლებლო დაწესებულების კურსანტების, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების, ასპირანტებისა და იურიდიული ფსიქოლოგიის კურსის მასწავლებლებისთვის.
იურიდიული ფსიქოლოგია (მე-2 გამოცემა)
ავტორი: ი. ი. ამინოვ (ნ.დ. ერიაშვილის რედაქციით).
შინაარსი: განხილულია იურიდიულიი ფსიქოლოგიის საფუძვლები: იურიდიული ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების დახასიათება, სისხლის სამართლის საქმეების სამარტლებრივი, პრევენციული, კრიმინალური, ოპერატიულ-სამძებრო, პენიტენციური ფსიქოლოგიის, დანაშაულებათა გამძიების ფსიქოლოგიისა და სამართალწარმოების იურიდიული ასპექტი. განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, მსმენელებისათვის, მასწავლებლებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების მუშშთვის, სასამართლოებისათვის, პროკურა-ტურისათვის, შინაგან საქმეთა ორგანოებისათვის, საგადასახადო სამსახურისთვის, ადვოკატებისათვის.
საქმიანი ურთიერთობის ფსიქოლოგია (მე-2 გამოცემა)
ავტორი: ი.ი. ამინოვი, ნ.დ. ერიაშვილი.
შინაარსი: წიგნში წარმოდგენილია საქმიანი ურთიერთობის სფეროში ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენების ასპექტები. განიხილება კონტაქტის დამყარების, პიროვნების შეფასებისა და მასზე ზემოქმედების ხერხები და საშუალებები, პარტნიორის სამეტყველო ქცევის, საქმიანი ინფორმაციის გაცვლისა და თანამოსაუბრესთან ურთიერთქმედების ფსიქოლოგიის თავისებურებები. განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ასპირანტებისთვის, უმაღლესი სასწავლებლების პედაგო-გებისთვის.
ფინანსური ანალიზი
ავტორი: თეიმურაზ თურმანიძე.
შინაარსი: საბაზრო ეკონომიკის ფორმირება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში მოითხოვს ეკონომიკური ანალიზის თეორიის განვითარებას, რასაც ემსახურება ფინანსური ანალიზი – ეს უმთავრესი ელემენტი საფინანსო მენეჯმენტისა და აუდიტისთვის. ამ სახელმძღვანელოს მიზანია საორგანიზაციო საქმის საფინანსო ანალიზისათვის თანამედროვე დონის შესაბამისი ცოდნის გადაცემა-შესწავლა, ფინანსური მდგომარეობისა და ბიზნეს საქმიანობის ძირითადი ტენდენციების დადგენა. განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის, სისტემაში მომუშავე პირებისა და ამ დარგის სპეციფიკით დაინტერესებული მკითხველისათვის.
მენეჯმენტის ფსიქოლოგია
ავტორი: ნ.დ. ერიაშვილი, ა.მ სტოლიარენკო.
შინაარსი: განხილულია მენეჯმენტის ფსიქოლოგიის არსი, თეორიული და გამოყენებითი საკითხები, როგორც ეფექტური მართვის პირობა. მოცემულია ხხჳ საუკუნის დასაწყისის საბაზრო ეკონომიკის ფსიქოლოგიური დახასიათებისა და სხვადასხვა ქვეყნებში მასთან დამოკიდებულების თავისებურებები; ქვეყნების მენტალიტეტი; თანამედროვე პირობებში ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფსიქოლოგიური ანალიზი; მისი შემდგომი სრულყოფისა და ცივილიზებული ხასიათისათვის აუცილებელი, დასაბუთებული გზები. განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ მენეჯმენტის ორგანიზაციის პერსონალის მართვის და ფსიქოლოგიის სპეციალობებზე, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ბიზნეს-სკოლის მსმენელთათვის, მენეჯერებისა და მეწარმეების და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.





