მარკეტინგის ფსიქოლოგია
ავტორი: ნ.დ. ერიაშვილი, ა.მ. სტოლიარენკო, ი.ი. ამინოვი.
შინაარსი: განხილულია მარკეტინგის ფსიქოლოგიის არსი, თეორიული და გამოყენებითი საკითხები, როგორც ეფექტური მართვის პირობა. მოცემულია XXI საუკუნის დასაწყისის საბაზრო ეკონომიკის ფსიქოლოგიური დახასიათებისა და სხვადასხვა ქვეყნებში მასთან დამოკიდებულების თავისებურებები: ქვეყნების მენტალიტეტი; თანამედროვე პირობებში ეკონომიკისა და მარკეტინგის ფსიქოლოგიური ანალიზი; მისი შემდგომი სრულყოფისა და ცივილიზებული ხასიათისათვის აუცილებელი, დასაბუთებული გზები.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ მენეჯმენტის ორგანიზაციის პერსონალის მართვის და ფსიქოლოგიის სპეციალობებზე, ასევე პროფესორ-ნასწავლებელებისთვის, ბიზნესსკოლის მსმენელთათვის, მენეჯერებისა და მეწარმეების და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
მართვის სოციოლოგია
ავტორი: ი. ვ. ფენენგო
ISBN: 978-9941-9213-0-8
შინაარსი: სახელმძღვანელოს გამოცემა სრულიად შეესაბამება მართვის სოციოლოგიის, მენეჯმენტის სოციოლოგიის სასწავლო კურსების უმაღლესი სკოლის საგანმანათლებლო სტანდარტს. წიგნში წარმოდგენილია სამართავი მოქმედების ძირითადი პრინციპების გამოყენების თეორია და პრაქტიკა, რაც თანაფარდობაშია ცალკეული პიროვნებების, სოციალური ჯგუფების სოციალური ურთიერთობების თავისებურებებთან საზოგადოების ერთიან სისტემაში და მის ქვესისტემებში, სოციალური ორგანიზაციის სხვადასხვა ტიპებში. სახელმძღვანელოს ტექსტში შეტანილია მასალები პროდუქტიული სამუშაოს შექმნის, მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის, სტრატეგიული მართვის, რისკების, კონფლიქტების მართვის, ექსტრემალურ სიტუაციებში მართვის შესახებ.განიხილება მართვის სოციოლოგიის საგანი, მისი ფუნქციები და ადგილი სოციოლოგიური ცოდნის სისტემაში, აღმოცენებისა და განვითარების ისტორია. ძირითადი ყურადღება ეთმობა სოციალური მართვის სისტემის, სხვადასხვა დონეებზე მისი თავისებურებების, მართვის სოციალური ინსტიტუტების, სოციალურ პოლიტიკასთან შეფარდების ანალიზს. მოცემულია სოციალური მართვის სოციოლოგიური შესწავლის მეთოდოლოგიისა და მეთოდიკის დახასიათება, გამოვლენილია სოციალური მართვის კავშირი ადამიანის უფლებებთან, გაანალიზებულია განათლება, როგორც სოციალური მართვის საგანი, დადგენილია სოციალური მართვის, საზოგადოებრივი აზრის, მასობრივი კომუნიკაციის ურთიერთკავშირი. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული სპეციალობების სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე მენეჯერებისთვის, სოციოლოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, საწარმოთა ხელმძღვანელებისათვის.
სოციოლოგია იურისტებისათვის
ავტორი: ნ.დ. ერიაშვილი, დ.ი. ბელსკი, ა.ი. კრავჩენკო, ს.ი. კურგანოვი.
ISBN: 978-99940-985-8-3
შინაარსი: გამოცემაში უბრალო და გასაგები ფორმითაა ახსნილი და მოთხრობილი სოციოლოგიის, როგორც მეცნიერების საზოგადოების შესახებ, ძირითადი დებულებები. მოცემულია სოციოლოგიის საგნის, მეთოდებისა და ფუნქციების, სოციალური სტრუქტურებისა და სოციალური სტრატიფიკაციის, სოციალური ჯგუფების და ორგანიზაციების, ოჯახისა და ქორწინების, სოციალიზაციისა და სოციალური კონტროლის, გამოყენებითი ემპირიული გამოკვლევების დახასიათება. სასწავლო მასალა და მისი ჩამოყალიბების ლოგიკა აგებულია სტუდენტი-იურისტების მომზადების სპეციფიკისა და მათი მომავალი პროფესიული საქმიანობის გათვალისწინებით. განკუთვნილია იურიდიული უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ასევე სოციოლოგიის, კრიმინოლოგიისა და ფსიქოლოგიის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.
საერთაშორისო სამართალი
ავტორი: კ.კ. გასანოვი, ი.ა. კუზნეცოვი, დ.ა. ნიკონოვი, რ.ა. კალამკარიანი, (ნ.დ. ერიაშვილის რედაქციით)
ISBN: 978-99940-985-7-6
შინაარსი: საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები; თანამედროვე საერთაშორისო სამართლის სუბიექტები; საერთაშორისო ორგანიზაციები და კონფერენციები; საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი; პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართალში; საერთაშორისო უშიშროების სამართალი; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი; საგარეო ურთიერთობათა სამართალი; ადამიანის უფლება და საერთაშორისო სამართალი
წინასწარი გამოძიებების ფსიქოლოგიური თავისებურებები
ავტორი: ნოდარ ერიაშვილი
ISBN: 978-99940-985-6-9
შინაარსი: წიგნი განკუთვნილია სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის; აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებისთვის, სასამართლოს, პროკურატურის, საგადასახადო და საადვოკატო ბიუროს თანამშრომლებისთვის.
რომის სამართალი
ავტორი: ნ.ვ. მიხაილოვა, ა.ა. ივანოვი, ს.რ. ასანიძე, ნ.დ. ერიაშვილის რედაქციით.
ISBN: 978-99940-985-5-2
შინაარსი: რომის სახელმწიფოს საზოგადოებრივ-სამართლებრივი სფეროს საფუძვლები შუქდება ძველი რომის საზოგადოებრივი ცხოვრების კერძო სამართლებრივი საწყისების სპეციფიკასთან ურთიერთკავშირში. რომის სამართლის ისტორიის პერიოდიზაცია და რომის სამართლის წყაროების სისტემატიზება, ასევე საოჯახო, საგნობრივი, ვალდებულებითი და მემკვიდრეობითი სამართალი განიხილება ისეთი ფორმით, რაც შემსწავლელს საშუალებას აძლევს ადვილად და სწრაფად მოიძიოს სასურველი მასალა განვლილი მასალის გასამეორებლად და გამოცდის ჩასაბარებლად, ან ჩათვლის მისაღებად რომის სამართალში. განკუთვნილია იურიდიული პროფილის სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისა და იურისპრუდენციით დაინტერესებული ყველა პირისათვის.
სახელმწიფოსა და სამართლის თეორია
ავტორი: ა.ა. ივანივუ, ნ. დრაბაიძე, (ნ.დ. ერიაშვილის რედაქციით).
ISBN: 978-99940-985-4-5
შინაარსი: სახელმწიფო-სამართლის ინსტიტუტების შინაარსი და მოვლენები განიხილება ისეთი ფორმით, რომელიც შემსწავლელებს შესაძლებლობას აძლევს ადვილად მოიძიონ სასურველი მასალა განვლილი თემების გასამეორებლად და სახელმწიფოსა და სამართლის თეორიაში გამოცდის, ან ჩათვლისათვის მოსამზადებლად. განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე იურისპრუ-დენციით დაინტერესებული პირებისათვის. წარმოდგენილი მასალა მოყვანილია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში სამართალმცოდნე ნათელა დარბაიძის მიერ.
საქმიანი ურთიერთობის ფსიქოლოგია
ავტორი: ი.ი. ამინოვი, ნ.დ. ერიაშვილი
ISBN: 978-99940-985-3-8
შინაარსი: წიგნში წარმოდგენილია საქმიანი ურთიერთობის სფეროში ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენების ასპექტები. განიხილება კონტაქტის დამყარების, პიროვნების შეფასებისა და მასზე ზემოქმედების ხერხები და საშუალებები, პარტნიორის სამეტყველო ქცევის, საქმიანი ინფორმაციის გაცვლისა და თანა¬მოსაუბრესთან ურთიერთქმედების ფსიქოლოგიის თავისებურებები. წიგნის დასასრულს შემოთავაზებულია პრაქტიკუმი, რომლის კონკრეტული ამოცანები მიმართულია ადამიანებში გარკვევის უნარების ჩამოყალიბებისა და განვითარებისაკენ, მათთან ეფექტურად ურთიერთქმედებისთვის, რაც ასე აუცილებელია საქმიანი ურთიერთობის პრაქტიკისათვის. განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ასპირანტებისთვის, უმაღლესი სასწავლებლების პედაგო-გებისთვის.
იურიდიული ფსიქოლოგია
ავტორი: ი. ი. ამინოვ (პროფ. ნ. დ. ერიაშვილის რედაქციით).
ISBN: 978-99940-985-1-4
შინაარსი: განხილულია იურიდიულიი ფსიქოლოგიის საფუძვლები: იურიდიული ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების დახასიათება, სისხლის სამართლის საქმეების სამარტლებრივი, პრევენციული, კრიმინალური, ოპერატიულ-სამძებრო, პენიტენციური ფსიქოლოგიის, დანაშაულებათა გამძიების ფსიქოლოგიისა და სამართალწარმოების იურიდიული ასპექტი. მცემულია რეკომენდაციები სამართლებრივი და სამართალშეფარდებით კადრების იურიდიულ - ფსიქოლოგიური მუშაობის გასაუმჯობესებლად. სასწავლო მასალა და მისი გადმოცემის ლოგიკა აგებულია იურისტების მომზადების სპეციფიკისა და მათი მომავალი საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით. განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, მსმენელებისათვის, მასწავლებლებისთვის, სამართალდამცავი ორგანოების მუშშთვის, სასამართლოებისათვის, პროკურა-ტურისათვის, შინაგან საქმეთა ორგანოებისათვის, საგადასახადო სამსახურისთვის, ადვოკატებისათვის.
კულტუროლოგია
ავტორი: ნ. დ. ერიაშვილი, ა. ნ. მარკოვა, ლ. ა. ნიკიტიჩ, ნ. ს. კრივცოვა, ნ. ო ვოსკრესენსკაია, ვ. ე. ნოსოვი, ს. დ. ბოროდინა, ე. მ. სკვორცოვა, ფ. ი. აისინა, ი. ი. ტოპალოვა, ვ. ე. ჩერნოსკულოვ, ე. მ. მურაშოვა, მანანა სულხანიშვილი.
ISBN: 978-99940-985-2-1
შინაარსი: მსოფლიო კულტურის ისტორია _ სავალდებულო საგანია რუსეთის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის. მისი დანიშნულებაა დახმარება გაუწიოს მაღალგანვითარებული კულტურული სპეციალისტების მომზადებას. დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს სხვადასხვა ეპოქას ადამიანთა პირველყოფილ საზოგადოებას, ძველ მსოფლიოს, ანტიკურს, აგრეთვე ევროპისა და რუსეთის შუა საუკუნეებს, ახალსა და უახლესი პერიოდის კულტურის ისტორიას. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, სკოლების, ლიცეუმების, კოლეჯების მოსწავლეებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
კრიმინოლოგია
ავტორი: გ. ა. ავანესოვ, ს. მ. ინშაკოვ, ს. ი. ლებედევ, ნ. დ. გრიაშვილი
შინაარსი: სახელმძღვანელო მომზადებულია იურისპრუდენციის სპეციალობის მიხედვით უმაღლესი პროფესიული, განათლების სახელმწიფო საგანმა-ნათლებლო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. მოცემულია დამნაშავეობის შესახებ კრიმინოლოგიური სწავლების საფუძვლები, გახსნილია დამნაშავეობის მიზეზები, განხილულია დამნაშავეობაზე ზემოქმედების მექანიზმები, სახელდობრ, ძალადობრივზე, ანგარებიანზე, ორგანიზებულზე, პოლიტიკურზე, პროფესიულსა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დამნაშავეობაზე ზემოქმედების უცხოეთის კრიმინოლოგიურ თეორიებსა და პრაქტიკას.სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, ასპირანტებისათვის, იურიდიული სპეციალობის უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებისათვის, აგრეთვე მოსამართლეებისათვის, სამართალდამცავი ორგანოების პრაქტიკოსი მუშაკებისა და ადვოკატებისათვის.





