მართვის სოციოლოგია

martvis sociologiaავტორი: ი. ვ. ფენენგო

ISBN: 978-9941-9213-0-8

შინაარსი: სახელმძღვანელოს გამოცემა სრულიად შეესაბამება მართვის სოციოლოგიის, მენეჯმენტის სოციოლოგიის სასწავლო კურსების უმაღლესი სკოლის საგანმანათლებლო სტანდარტს. წიგნში წარმოდგენილია სამართავი მოქმედების ძირითადი პრინციპების გამოყენების თეორია და პრაქტიკა, რაც თანაფარდობაშია ცალკეული პიროვნებების, სოციალური ჯგუფების სოციალური ურთიერთობების თავისებურებებთან საზოგადოების ერთიან სისტემაში და მის ქვესისტემებში, სოციალური ორგანიზაციის სხვადასხვა ტიპებში. სახელმძღვანელოს ტექსტში შეტანილია მასალები პროდუქტიული სამუშაოს შექმნის, მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის, სტრატეგიული მართვის, რისკების, კონფლიქტების მართვის, ექსტრემალურ სიტუაციებში მართვის შესახებ.განიხილება მართვის სოციოლოგიის საგანი, მისი ფუნქციები და ადგილი სოციოლოგიური ცოდნის სისტემაში, აღმოცენებისა და განვითარების ისტორია. ძირითადი ყურადღება ეთმობა სოციალური მართვის სისტემის, სხვადასხვა დონეებზე მისი თავისებურებების, მართვის სოციალური ინსტიტუტების, სოციალურ პოლიტიკასთან შეფარდების ანალიზს. მოცემულია სოციალური მართვის სოციოლოგიური შესწავლის მეთოდოლოგიისა და მეთოდიკის დახასიათება, გამოვლენილია სოციალური მართვის კავშირი ადამიანის უფლებებთან, გაანალიზებულია განათლება, როგორც სოციალური მართვის საგანი, დადგენილია სოციალური მართვის, საზოგადოებრივი აზრის, მასობრივი კომუნიკაციის ურთიერთკავშირი. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული სპეციალობების სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის, ასევე მენეჯერებისთვის, სოციოლოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, საწარმოთა ხელმძღვანელებისათვის.