რუსულ-ქართული აკადემია დაარსდა 2000 წლის 16 ნოემბერს, რუსულ-ქართული აკადემიის შექმნის მიზანი იყო მოცემული ინსტიტუტის ჩარჩოებში რუსეთისა და საქართველოს მოძმე ხალხებს შორის ისტორიული ტრადიციული ურთიერთობების აღდგენა განათლების, მეცნიერების, რელიგიის, კულტურის სფეროებში. ურთიერთქმედება დაიგეგმა ორ ხალხში – რუსებსა და ქართველებში მართლმადიდებელი იდეის შენარჩუნებისა და გამრავალფეროვნების, საზოგადოების რელიგიური და კულტურული შეგნების ამაღლებისათვის.
15 წელია აკადემია ეწევა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ამ სფეროს ხელშეწყობის, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზაციისათვის, როგორიცაა – გამოფენები, `მრგვალი~ მაგიდები, სასემინარო მეცადინეობები, აგრეთვე – შესაბამისი სასწავლო, სასწავლო-მეთოდური და სხვა ლიტერატურის გამოცემა ისტორიის, ეკონომიკის, იურისპრუდენციის, პედაგოგიკის სფეროში, როგორც უმაღლესი სასწავლებლისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის რუსეთსა და საქართველოში, აკადემიის წევრთა და საქმიანობაში მონაწილეთა შორის არიან რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ცნობილი მეცნიერები და საზოგადოებრივი მოღვაწეები.
სასწავლო-სამეცნიერო და სხვა სახის წიგნების გამოსაცემად აკადემიის ბაზაზე 2007 წლის 15 ივნისს თბილისში ჩამოყალიბდა გამომცემლობა `სამართლიანი საქართველო~, რომელიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის (სტუდენტები და პედაგოგები) ამუშავებს და გამოსცემს სახელმძღვანელოებსა და დამხმარე თვალსაჩინოებებს, რისი მიზანიცაა განათლების სისტემაში, იურისპრუდენციასა და ეკონომიკის სფეროში დასაქმებული მუშაკების პროფესიულ დონის ამაღლება. ამის პარალელურად, გამომცემლობა ახორციელებს რუსული წიგნების ქართულად და ქართულისა რუსულად თარგმნა-მომზადებას.
აკადემია უწევს დახმარებას ქართველი და რუსი ეროვნების პირებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროს საკითხების მოწესრიგებაში, ხოლო, კერძოდ, საქართველოდან განდევნილ პირებს – სამართლებრივ და განათლების სფეროში მოღვაწე სტუდენტებს – მატერიალურ მხარდაჭერას – შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიის სახით.
რუსეთისა და საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში მყოფ ქართულ დიასპორას აკადემია უწევს სამართლებრივ და სხვა სახის მხარდაჭერას, ხოლო რუსეთის რელიგიურ ცენტრებში ეწევა ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდას. აკადემიის პრეროგატიულ ყურადღებას წარმოადგენს მოსკოვის მძლეთამძლე წმ. გიორგის სახელობის საყდრის პრობლემებისადმი ზრუნვა. ქართული სასულიერო გალობის შესწავლის მიზნით აკადემია აყალიბებს უსასყიდლო ფოლკლორულ-რელიგიურ ჯგუფებს, ასევე დაინტერესებულ ოჯახებს ეხმარება შეისწავლონ ქართული და რუსული ენები.
აკადემიის პერსპექტიულად აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს რუსეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრულ-მეზობლური ურთიერთობების აღდგენას.
აკადემიის ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს ადვოკატთა საერთაშორისო კოლეგია `კანონი და სამართალი~ (საქართველოში მოქმედებს ფილიალი, დაარსებული თბილისში 2003 წელს).
ადვოკატთა საერთაშორისო კოლეგია რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მცხოვრებთათვის ატარებს კონსულტაციებს და კომპლექსურ მომსახურებას ადამიანის უფლებებისა და კონფედერაციულობის სრული დაცვითა და გარანტიით სისხლის სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სამართალში და მათთვის საჭირო სადავო პრობლემურ და კონფლიქტურ საკითხებში – შრომით, მემკვიდრეობით და საოჯახო სფეროებში, მონაწილეობს დეპორტაციის გადაჭრის საკითხებში.
ფიზიკური და იურიდიული პირების კვალიფიციური, კომპლექსური იურიდიული მომსახურება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის საფუძველზე მოიცავს:
•    ორგანიზაციის საქმიანობის კომპლექსურ მომსახურებას; სამართლებრივ უსაფრთხოებას;
•    ქონებრივ კომპლექსთან დაკავშირებული პრობლემების, მათ შორის პრივატიზების გადაწყვეტას;
•    საწარმოს ეფექტური მუშაობისა და განვითარების მექანიზმების შექმნას;
•    შესაძლო პარტნიორების საქმიანი რეპუტაციის ანალიზსა და მორიგებების შემუშავებას;
•    მიყენებული ზარალის ზღვევინებას;
•    სასამართლომდე კონფლიქტების სამართლებრივ დარეგულირებას;
•    ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას საარბიტრაჟო სასამართლოებსა და საერთო იურისდიქციის სასამართლოებში;
•    სისხლისსამართლის სამართალწარმოებას.
კოლეგია მუშაობს შემდეგი პრინციპების ბაზაზე:
•    კოლეგია არის მასზე მინდობილების უფლებების დაცვის გარანტი, პროფესიული მოღვაწეობის განხორციელებისას ადვოკატები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ პატიოსნად, გონივრულად, სინდისიერად, კვალიფიციურად, პრინციპულად და დროულად, აქტიურად იცავენ მინდობილების უფლებებს, თავისუფლებასა და ინტერესებს კანონით არაკრძალული საშუალებებით, ხელმძღვანელობენ რფ კონსტიტუციით, ადვოკატური ეთიკის კანონითა და კოდექსით; პატივსცემენ მათდამი მიმართული პირების უფლებებს, ღირსებებსა და თავმოყვარეობას;
•    კონფლიქტურობა; ადვოკატის პროფესიული საიდუმლო წარმოადგენს მიმნდობის იმუნიტეტს, რაც მინიჭებული აქვს რ.ფ. კონსტიტუციით;
•    კანონი და ზნეობრიობა. ადვოკატის პროფესიაში კანონი და ზნეობრიობა მიმნდობ პირზე აღმატებულია. ადვოკატები მიმნდობი პირისაგან არ იღებენ რაიმე ქონებას ჰონორარის შეთანხმების უზრუნველსაყოფად, გარდა ავანსური გადახდისა;
•    პერსონალური მიდგომა და პროფესიონალიზმი;
•    იურისიდიული დახმარების მისაწვდომობა ყოველდღიურად და დღე-ღამის განმავლობაში.
კოლეგიის ადვოკატები ატარებენ მხოლოდ პირდაპირ ზეპირ კონსულტაციებს, რაც საშუალებას აძლევს კლიენტებს მიიღონ ყველაზე სრულყოფილი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
კოლეგიის ყველა თანამშრომელი მუშაობენ უახლესი ინფორმაციებისა და სამართლებრივი ტექნოლოგიების გამოყენებით, აუცილებლობის შემთხვევაში იყენებენ სამართალცნობით სისტემებს `კონსულტანტ პლუსი~ და `გარანტი~.
კოლეგიის თანამშრომლები ყოველთვის შეძლებენ გადაჭრან თქვენი საარსებო პრობლემები, უზრუნველყონ აუცილებელი დოკუმენტაციით, დაგეხმარებიან მიაღწიოთ საჭირო შედეგებს.
აკადემია მუშაობს კვების ხარისხის საერთაშორისო ინსტიტუტთან მჭიდრო კავშირში, რომელიც დაარსდა მოსკოვში 2012 წელს.
მოქმედი საერთაშორისო კონკურსის ჩარჩოებში ინსტიტუტი ორგანიზებას უწევს კონსულტაციებს ბიზნესის სფეროში და რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ბაზრებს შორის ექსპორტ-იმპორტის განსახორციელებლად და მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების კვების მაღალხარისხოვანი პროდუქტებით მომარაგებას, ამავე დროს მოსახლეობაში რუსულ-ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას. ინსტიტუტი ასევე აწყობს პროდუქტების გამოფენებს, კონკურსებს, დაჯილდოებებს, ახდენს სახალხო მოხმარების პროდუქტების ექსპერტიზას.
აკადემიის ფარგლებში მოსკოვში შექმნილი არასამთავრობო ფონდი `ობოლ ბავშვთა სახლი~ უწევს მრავალი სახის დახმარებას რთულ ცხოვრებით სიტუაციაში მოხვედრილ ოჯახებსა და ბავშვებს.
ფონდი ატარებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს, უწევს ობოლ ბავშვებს სპონსორულ დახმარებას, ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში გადასახლებაში, ეხმარება დაკარგული ობოლი ბავშვების მოძიებაში, რაშიც იყენებს კერძო დეტექტიურ და სხვა არასამთავრობო მაძიებელ სტუქტურებს, გამოსცემს თემატურ ჟურნალებს, რაც დაკავშირებულია დედობასთან და ბავშვობასთან, ატარებს საბავშვო გამოფენებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

რუსულ-ქართული აკადემიის პრეზიდენტი,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,
იურიდიულ და ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი,
რფ მთავრობის პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა
და ტექნიკის დარგში,
პროფესორი                                                                                                        ნ.დ. ერიაშვილი